ავღანეთის უშიშროების ძალები ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერის, აბუ მუსინ ალ-მასრის ლიკვიდირების შესახებ იუწყება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ავღანეთის უშიშროების უწყების განცხადებით, ის ღაზნის პროვინციაში, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს.
ალ-მასრი აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური დახმარებისა და რესურსების მიწოდების, ასევე აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულებაშია ბრალდებული.
„როიტერი“ წერს, რომ ალ-მასრი ალ-ყაიდას რიგით მეორე ყველაზე გავლენიანი წევრი იყო.