logo_geo
eng_logo
“ჯვრისწერისას გონზე მოვიდა და მღვდელს მადლობა გადაუხადა, მერე ისევ გაითიშა” – 23 წლის მარიამ ძაგნიძე გარდაიცვალა
- +

25 ოქტომბერი. 2020. 01:36

 

 

23 წლის მარიამ ძაგნიძე რამდენიმე თვის განმავლობაში უკურნებელ სენს ებრძოდა. როცა საქართველოში ფინანსური რესურსი ამოეწურა, გადარჩენის იმედით საფრანგეთში ქმართან ერთად გაემგზავრა და ლტოლვილად ჩაბარდნენ.

 

ანალიზებმა აჩვენა, რომ იოუნგის სარკომას ფესვები მთელ ორგანიზმში ჰქონდა გადგმული.

 

უიმედო პაციენტს, რომელსაც გადარჩენის 1%-იც კი არ ჰქონდა, მაინც დაუწყეს მკურნალობა. როცა პროგრესის ნაცვლად რეგრესი დაიწყო, ექიმებმა მის მეუღლეს უთხრეს, მდგომარეობა უიმედოა, მარიამი ყოველდღე სულ უფრო დამძიმდება და ჯობია თქვენს ქვეყანაში, ოჯახში დაბრუნდეთო…

 

თვითმფრინავი, სადაც მარიამი იჯდა, ორი კვირის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

 

იქიდან ორი დღით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მერე მშობლიურ ქუთაისში წაიყვანეს. სიცოცხლის უკანასკნელი დღეების გატარება იმ სახლში უნდოდა, სადაც დაიბადა და გაიზარდა… ბოლომდე მის გვერდით იყვნენ მეუღლე, შვილები და მშობლები…

 

მშობლიურ სახლში მისვლიდან რამდენიმე დღეში გაითიშა…

 

მისმა მეუღლემ საყვარელ ადამიანთან ჯვრისწერა გადაწყვიტა.

 

5 დღის წინ დაიწერეს ჯვარი. როცა ჯვრისწერის ცერემონია დასრულდა, მარიამი გონზე მოვიდა და სასულიერო პირს მადლობა გადაუხადა. მერე ისევ გაითიშა და მას შემდეგ გონზე აღარ მოსულა, ისე გავიდა ამქვეყნიური ცხოვრებიდან…

 

„როცა ეს ამბავი მისმა 7 წლის გოგონამ გაიგო, დედა დიდი ადამიანივით დაიტირა. მერე ზეცას მიაპყრო თვალები და ღმერთს უთხრა, აღარ მიყვარხარ, დედა რატომ წამართვიო…“ – იხსენებს ოჯახის ახლობელი.

 

მარიამ ძაგნიძეს სამშაბათს დაკრძალავენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner