logo_geo
eng_logo
პრემია „საბას“ 2016 წლის ნომინანტები...
- +

29 ივნისი. 2016. 22:28


საუკეთესო რომანი


თამთა მელაშვილი, "აღმოსავლეთით" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ზურაბ სამადაშვილი, "მოსალოდნელი მოულოდნელობანი" (გლოსა)

დათო ტურაშვილი, "სხვა ამსტერდამი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ბექა ქურხული, "სამოთხიდან გაქცეულები" (ინტელექტი)



საუკეთესო პროზაული კრებული


ნინო თარხნიშვილი, "ნინო's Notes" (ინტელექტი)

ზაალ სამადაშვილი, "იუნკერ ერისთავის ბუცები" (ინტელექტი)

დათო ქარდავა, "ესავის ხელები" (ინტელექტი)



საუკეთესო პოეტური კრებული


შოთა იათაშვილი, "პოეტური გამოცდილების სიმწარე" (ინტელექტი)

პაატა ნაცვლიშვილი, "ხელოვნური ყვავილები" (უსტარი)

ზვიად რატიანი, "შენთვის შეიძლება" (დიოგენე)

ბესიკ ხარანაული, "ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს"  (ინტელექტი)

(პოეტმა გივი ალხაზიშვილმა თავისი კრებული "ჩემი დღეების მიწა" მოხსნა კონკურსიდან)




საუკეთესო დებიუტი


იუნონა გურული, "დიაგნოზი" (საუნჯე)

ნანა ექვთიმიშვილი, "მსხლების მინდორი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

სალომე მაკარიძე, "ჩვენ" (სიესტა)



საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა


შოთა გუჯაბიძე, „ბათომი" (გაზეთი „ბათუმელები")

გიორგი კეკელიძე, „ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი" (არტანუჯი)

შორენა ლებანიძე, „ მანანა ანუა - ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე" (არტანუჯი)

გაგა ნახუცრიშვილი, „სისულელის ტრაქტატი" (ინტელექტი)

ზაზა ფირალიშვილი, „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა" (არტანუჯი)

ნინო ჩხიკვიშვილი, „უკანასკნელი ცისფერყანწელი" (არტანუჯი)



საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა


ლექსო დორეული, „წერის თავგადასავალი" (კალმოსანი)

თამაზ ვასაძე, „20 ქართული მოთხრობა" (ინტელექტი)

თემურ კობახიძე, „ტომას ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა" (უნივერსალი)



საუკეთესო პიესა


ამ ნომინაციაში ჟიურიმ ვერ შეძლო ფინალისტების შერჩევა. ეს ნიშნავს, რომ წელს საუკეთესო პიესაში „საბა" არ გაიცემა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც პიესის ნომინაციაში ჟიური პრემიას არ გასცემს.


„საბას" საორგანიზაციო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ასეთი პრეცედენტები გარკვეულწილად ქმნის დრამატურგიის ჟანრის დისკრიმინაციის საფრთხეს, მაგრამ, ამავდროულად, „საბა" პატივს სცემს და იცავს კონკურსის ჟიურის დამოუკიდებლობას ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, მათ შორის - ამა თუ იმ ნომინაციაში პრემიის არგაცემის საკითხში.


შესაბამისად, წელს პიესის ნომინაცაში ფინალისტების არდასახელებაც არის კონკრეტულად წლევანდელი ჟიურის გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავდება „საბას" პოზიციისგან, რომ სწორედ პრემიის გაცემით მოხდეს ამ ჟანრის წახალისება.




საუკეთესო თარგმანი


მიხეილ ანთაძე, ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარება" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

მაია ბადრიძე, ჰერმან ბროხის „მთვარეულები" (დიოგენე)

ლევან ბერძენიშვილი, ჰომეროსის „ილიადა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ნანა გოგოლაშვილი, ტიმურ ვერმესის „ის კვლავ აქ არის" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

გიორგი კახაბერი, ნატო კახაბერი, მარსელ პრუსტის „სოდომი და გომორი" (არტანუჯი)

ანი კოპალიანი, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი" (წიგნები ბათუმში)

ქეთი ნიჟარაძე, ედგარ ლი მასტერსის „რჩეული ეპიტაფიები სფუნ რივერის ანთოლოგიიდან" (ინტელექტი)

ნინო ქაჯაია, ხორხე ლუის ბორხესის „შვიდი საღამო" (ინტელექტი)

ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „გვამის შემგინებელი" (არტანუჯი)

თამარ ჯაფარიძე, ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი" (დიოგენე)

გვანცა ჯობავა, ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე" (არტანუჯი)



საუკეთესო ელექტრონული წიგნი


გოჩა სხილაძე, „უნაპირო მდინარე" (ელექტრონული წიგნების სახლი „საბა")

ოთარ ჯირკვალიშვილი, „ლაზარე"(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა")

გიორგი ლორთქიფანიძე, „სია"(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა")

ხათუნა ხაბულიანი, „პუბლიკაციები"(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა")



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner