logo_geo
eng_logo
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილ ერთ-ერთ პირს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
- +

25 ოქტომბერი. 2020. 13:42

 

ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილ მურიკო ბულიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

 

ის დაკითხვაზე ორჯერ იმყოფებოდა. დაზარალებულის სტატუსი ენიჭებათ სხვა მძევლებსაც. მეოთხე დღეა, პოლიცია ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს მძევლად აყვანილ პირებს კითხავს.

 

მურიკო ბულია ერთ-ერთია, იმ 4 მძევლიდან, რომლებიც თავდამსხმელს ბოლო ლოკაციამდე ავტომობილით მიჰყავდა. ის 21 ოქტომბრის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ბანკიდან გასვლის შემდეგ თავდამსხმელმა რამდენიმეჯერ შეცვალა მარშრუტი.

 

მისი თქმით, თავდამსხმელი მანქანაში აგრესიულად არ იქცეოდა, თუმცა, სოფელ ჯგალში შორს გაჩერებულმა პოლიციის მანქანებმა, მისი გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც რამდენიმეჯერ ჰაერში გაისროლა. შემდეგ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოითხოვა გზის გაგრძელება. სოფელი კირცხისა და სოფელ ჯიხაშკარის კვეთაზე ტყის პირას მდებარე მდინარეში შეაყენებინა მანქანა, საიდანაც გადმოსვა მძევლები. მანქანა წყლით შეძლებისდაგვარად გადაწმინდა და მოითხოვა ლოკაციის დატოვება, რის შემდეგაც თავდამსხმელი მიიმალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner