გასულ კვირასთან შედარებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ამ დროისთვის 4000-ზე მეტი კოვიდ-პაციენტია რეგისტრირებული. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომდევნო დღეების სტატისტიკა მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული, ასევე, საარჩევნო კამპანიისას რეგულაციების დაცვას.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით კი, კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო მავნებლებს ეკისრებათ.
„უგუნურმა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა პირადი პოლიტიკური ამბიციების გამო შეუწყვეს ხელი ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას, მათ შორის, თავად იყვნენ ამ ინფექციის გამავრცელებლები. ამან გამოიწვია შემთხვევების სწრაფი ზრდა. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალისთვის ადამიანს სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს, როგორც ეს იყო მათი ხელისუფლების დროს“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
კოვიდინფიცირების 1 928 ახალი შემთხვევიდან, 551 აჭარაში დაფიქსირდა.