logo_geo
eng_logo
შსს: საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირი იდენტიფიცირებულია
- +

25 ოქტომბერი. 2020. 15:00

 

21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირი ვინაობა დადგენილია. ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.

 

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

 

პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner