სამართალდამცველებმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გამთენიისას უცნობი პირი სავარაუდოდ ძარცვის მიზნით შეიპარა.
არსებული ინფორმაციით, სახლის მეპატრონემ, 51 წლის მამაკაცმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რის გამოც უცნობმა პირმა მას თავში ბლაგვი საგანი რამდენჯერმე ჩაარტყა.
დაშავებული კლინიკაში იმყოფება. მედიკოსების ინფორმაციით, მას სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.
შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო, თუმცა, ოჯახის მოთხოვნის და გამოძიების მსვლელობის შესაბამისად, შესაძლოა, საქმე ყაჩაღობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.