logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ის, რაც მე ვნახე, იყო ფიზიკური წამება!
- +

29 ივნისი. 2016. 22:40


„ის, რაც მე ვნახე, იყო ფიზიკური წამება!", - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სულხან მოლაშვილზე საუბრისას.


როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს ძალიან დიდი დრო დასჭირდა სულხან მოლაშვილის შემთხვევაში განსხვავებით სხვა საქმეებისგან. ნიკოლეიშვილის თქმით, "ეს ადამიანი სიცოცხლეშივე დაანგრიეს". როგორც ექსპერტმა განაცხადა, მოლაშვილს ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები, რომლებიც მიყენებული იყო სიგარეტის მიწვით. ასევე მოლაშვილმა მას უამბო, როგორ გამოიყენეს მის წინააღმდეგ ელექტროშოკი.



 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner