logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: დღეს თქვენს წინაშე წარდგება ბევრისთვის უცნობი პაბლო პიკასო, ანუ პიკასო-პოეტი...
- +

25 ოქტომბერი. 2020. 17:05

 

 

 

„რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო ძლიერდება ქარი. და ის ყოველთვის სახეში გეხეთქება“.

 

2020 წლის 25 ოქტომბერს პაბლო პიკასო 139 წლის გახდებოდა, მასზე უამრავი ფბ-პოსტი მაქვს დაწერილი (შეწუხდა კაცი), ამიტომ დღეს მის ყველა ნიჭს დავივიწყებ და ამ ესპანელი „გიჟმაჟუნას“ კიდევ ერთ „გადახრას“ გაგაცნობთ. დღეს თქვენს წინაშე წარდგება ბევრისთვის უცნობი პაბლო პიკასო, ანუ - პიკასო-პოეტი... წინასიტყვაობის სახით კი დავამატებ, რომ პიკასოზე არავინ საუბრობს მშვიდად და ერთსახოვნად, ეს უბრალოდ, შეუძლებელია... იგი არ არის ჩვენნაირი, იგი გენიალურია, გენიას კი ვერ მოსთხოვ, შენნაირი იყოს...

 

პიკასო აღიარებულია უდიდეს მხატვრად, მაგრამ ცოტა ვინმე თუ უკავშირებს მის სახელს პოეზიასა და მწერლობას, არადა, ბავშვი ყოფილა. როდესაც საკუთარი ნახატების სიტყვებითა და ტექსტებით „მორთვა“ დაუწყია. მერე კი...

 

პიკასო ხშირად სტუმრომდა ბარსელონის ბოჰემურ კაფეს „Els Quatre Gats“ („ოთხი კატა“). სხვადასხვა დროს კაფეს სტუმრობდნენ გიიომ აპოლინერი,  ჟან კოქტო, ილია ზდანევიჩი, გერტრუდა სტაინი, ანტონიო გაუდი, სალვადორ დალი,  პოლ ელუარი... ამ უკანასკნელთან პიკასოს განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდა, გეგონებოდა, ისინი ერთმანეთის შემოქმედებით „იკვებებოდნენ“. მათ ახლო მეგობრობაზე მეტყველებენ ანრი კარტიე-ბრესონის, მან რეის, ბრასსაის და დორა მაარის მიერ გადაღებული ფოტოებიც, რომლებსაც დღეს შემოგთავაზებთ.

 

პიკასოს მეგობრებმა იცოდნენ, რომ მხატვრის ცხოვრების მუდმივი თანამდევი იყო გამაოგნებელი შრომისუნარიანობა და ექსპერიმენტები, ამიტომ, არავის გაკვირვებია, როდესაც 54 წლის პიკასომ განაცხადა, ლექსების წერა დავიწყე, პოეზია  ყოველთვის „თვლემდა“ ჩემს სულშიო. პიკასოს ბიოგრაფი ჰაიმე საბარტესი წერს, პაბლო  ჭაბუკობაშივე იყო პოეტი ფერმწერებს შორის და ფერმწერი პოეტებს შორისო.

 

პიკასოს სიურრეალისტური  ლექსები ვერლიბრის, ანუ თავისუფალი ლექსის საუკეთესო ნიმუშებია... და აქ...

 

უცებ ჩემი ერთი ლექსი მომაგონდა:

„თავისუფლება – მხრებგაშლილი, როგორც ვერლიბრი,

როგორც ქარი ჩვენს უბანში შემოჭრილი – შენ ვერ შეძელი...“

ეს ჩემმა „ადრესატმა“ ვერ შეძლო თავისუფლება, თორემ პიკასო ზეთავისუფალი იყო, მათ შორის პოეზიაშიც.

 

პიკასო ლექსებს ფრანგულ და ესპანურ ენებზე წერდა, ხან კი ერთ ლექსში ორივე ენას „ურევდა“. სამწუხაროა, რომ მისი პოეზია არ თარგმნილა ქართულ ენაზე, ამიტომ მათ რუსულ ენაზე გაგაცნობთ:

 

„если я думаю на каком-то языке

и пишу «в лесу собака идет по следу зайца»

и хочу перевести все это на другой

я должен сказать «стол из  белого дерева

погружает лапы в песок и почти умирает

от боязни понять насколько он глуп“.

 

კრიტიკოსები ამბობენ, რომ პიკასოს ლექსების უმეტესობაში ავტორის სიზმრები და ქვეცნობიერი ჭარბობსო... შესაშურია, როდესაც ასე კარგად ერკვევი პიკასოს სიზმრებში...

 

„оседлав этот поздний вечер всей своей печенкой

и потрохами припавший к озеру незабудок

открытому настежь любому ветру

и поддерживая руками крылья разбитые ритмом криков

я прогуливался когда внезапно сигарета как безумная

обвилась вокруг моего пальца и ужалила меня до крови“.

 

პიკასოს ზოგიერთ ლექსში იკითხება ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურის საშინელებების და ესპანეთის სამოქალაქო ომის გამოძახილი, რაც კვებისთვის უვარგის პროდუქტებში აისახება, მაგალითად: „ლურსმნების წვნიანი“, ან  „რკინის ბოსტნეული საკუთარ წვენში“, ან თუნდაც ეს:

 

„с ударом колокола скука накрывает

свою похлебку из прожорливых угрей

и натирает стручковым перцем

бахрому слез на линзы бинокля

в котором снаряд внезапно останавливает свой полет...“

 

პიკასო-პოეტი ძალიან წააგავს პიკასო მხატვარს. მისი ლექსები ერთი ამოსუნთქვითაა დაწერილი და,  თავად ავტორისა არ იყოს, „უწესოდ“ თავისუფალია, თან ცოტა ქაოტურიც. ზოგი ლექსი გარითმულია, ზოგს კი რთული ფორმა აქვს, ყოველგვარი პუნქტუაციისა და სტროფებად დაყოფის გარეშე. აკი თავად ამბობდა: „... ჩემი ლექსი, რომელიც, თითქოსდა რამდენიმე განზომილებაშია დაწერილი, მოითხოვს, რომ მისი კითხვა დაემორჩილოს სუნთქვის რიტმს, რაც შეუძლებელს გახდის მისი რომელიმე ნაწილის ცალკე ციტირებას...“

 

„Чтобы слова

Были так же щедры

Как объятья

Чтобы женщине

Задумчивой одинокой

Дать очертания ласк

О которых грезит она

Отдай

Свое

Благо

Отдай

Свое

Право“.

 

და ბოლოს... პიკასოს ლექსების მთავარი თემებია სიცოცხლე, სიყვარული, სიბერე, წარმავალი დრო და სიკვდილი, მისი ყველა ლექსი სკრუპულოზურადაა დათარიღებული და სწორედ თარიღი ასრულებს სათაურის ფუნქციას.

 

დიდოსტატის ხელნაწერების დიდი ნაწილი დაცულია პიკასოს მუზეუმის არქივებში, პარიზში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner