-
+
25 ოქტომბერი. 2020. 21:10
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.