logo_geo
eng_logo
დავით იაკობიძე: სულხან მოლაშვილი საპატიმროში საჭირო ჩვენების გამოძალვის მიზნით აწამეს!
- +

29 ივნისი. 2016. 22:59


თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დავით იაკობიძე სულხან მოლაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:



„რამდენჯერმე დავწერე სტატუსი საქართველოში 2005-2012 წლებში არსებულ, ფუკოს ტიპის „დისციპლინარული საზოგადოების" არაჰუმანური სისტემის შესახებ. ავხსენი თუ საიდან მოდიოდა ამ საზოგადოების არსებობის ფილოსოფიური საფუძვლები და რა სახის პოლიტიკურ სისტემასთან გვქონდა საქმე. ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა მცდელობებმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. მაგრამ დღევანდელობამ, იმ ფაქტმა რომ პარიზში გარდაიცვალა წამებული, ბატონი სულხან მოლაშვილი, მიბიძგა კიდევ ერთჯერ შევეხო ამ საკითხს.

 

მოგმართავთ ჩემს ფეისბუკმეგობრებს, თქვენ შორის მრავლადაა ისეთებიც ვინც „ნაციონალური მოძრაობას" მხარს უჭერს. მათი და სხვების ყურადღება მინდა მივაქციო ბატონი სულხან მოლაშვილის გარდაცვალების ფაქტზე.

 

ბატონი სულხანი დააპატიმრეს საბიუჯეტო სახსრების მითვისების ბრალდებით. სინამდვილეში მას ანგარიში გაუსწორეს იმის გამო, რომ ოფიციალურად ამხილა, იმდროინდელი იუსტიციის მინისტრი, სააკაშვილი კორუფციაში.

 

საპატიმროში ბატონი სულხანი საჭირო ჩვენების გამოძალვის მიზნით აწამეს. ამ წამებაში პირაად მონაწილეობდნენ პოლიტიკური ფიგურები. სააკაშვილის "თანამებრძოლები".

 

იმის გამო, რომ საქმე რეზონანსული გახდა და სტრასბურგის სასამართლოს განხილვის ობიექტად გადაიქცა, ის ნარკოტიკებზე „შესვეს" მეხსიერების დეგრადირებისა და იურიდიულად არასრულფასოვან მოპასუხედ ქცევის მიზნით.

სულხნ მოლაშვილი არ ყოფილა ამ პოლიტიკოსთა ერთეული, მით უფრო შემთხვევითი მსხვერპლი. სააკაშვილის პირადი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისათვის დასაჯეს, კობა დავითაშვილი, დეპუტატ გელაშვილი და სხვები.

 

ბატონი სულხანი, ეს მოსიარულე ბრალება, სააკაშვილის რეჟიმის მიერ საზოგადოების ფაშისტური ორგანიზებისა და კაცთმოძულეობის დამკვიდრების მცდელობისა, გარდაიცვალა.

 

ფურთხის ღირსია ყველა ვინც მიიჩნევს, რომ ხალხსს, ვინც სულხან მოლაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა, შეიძლება მხარი დაუჭირო არჩევნებში.

 

მათგან, ვინც სულხან მოლაშვილთან ერთად გაიარა საპატიმროს ჯურღმულები, ველი სერიოზულ სპროტესტო მანიფესტაციიის ორგანიზებას, ამ დანაშაულებრივი ხუნტის მხილების მიზნით."- წერს იაკობიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner