logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია დავით ნარმანიას მიმართავს...
- +

29 ივნისი. 2016. 23:02


ჟურნალისტი ირაკლი შონია თბილისის მერს დავით ნარმანიას  მიმართავს:


 

„ბატონო დავით გეხმიანებით როგორც თქვენი კეთილმოსურნე და თქვენი თანამდგომი!

ბოლო პერიოდში ქალაქის მერიის მიერ, შემუშავებულმა კანონპრექტმა, რომელიც თქვენი სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო მუზეუმებს ეხებათ და თქვენმა იურიდიულმა კომიტეტმა შეიმუშავა, წარმოშვა მთელი რიგი პრობლემები, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ინიციატივით სულაც არ ხდება და ეს მერიაში მყოფმა მეხუთე კოლონამ წარმოშვა...

 

მუზეუმები საბავშვო ბაღები ხომ არაა, ერთად გაერთიანდეს?  თოჯინების მუზეუმს რა საერთო უნდა ჰქონდეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმთან? ან როგორ შეიძლება გალაკტიონის და ილია ჭავჭავაძეს მუზეუმებს ერთი ხელმძღვანელი ჰყავდეს... ანუ მერიის მომზადებული კანონპროექტით მუზეუმები კარგავენ დამოუკიდებლობას და ცხრა მუზეუმს ერთი დირექტორი როგორ უნდა ჰყავდეს? აქ მხოლოდ დირექტორის სავარძელი არაა მთავარი პრობლემა, ჩვენ რა გარანტია გვაქვს რომ, "ყოვლისმცოდნე" ცხრა მუზეუმის გაერთიანებული დირექტორი, არ გაიტანს იგივე მერაბ კოსტავას საარქივო მასალებს და დაცულ ისტორიული მასალების ფონდებს (რისი უფლებაც კანონით ექნება) არ გამოაცარიელებს ეროვნულ არქივს, არ დაითხოვს თანამშრომლებს... და იმ თანამშრომლებს რომელთაც უმძიმესი წლები გაიარეს და შევარდნაძის ხუნტის ზეობის დროს გადაარჩინეს მერაბ კოსტავას სახლი! ახლა კი ვიღაც "დირექტორმა" "პენსიის" მომიზეზებით გაუშვას სრული შემადგენლობა თანამშრომლების, შეასახლოს 18-20 წლის გაუცნობიერებელი თინეიჯერები თანამშრომლებად და მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი გადაიქცეს 21-ს საუკუნეში ჯაზმენთა და საეჭვო რეპუტაციის, ანტიეროვნულ ადამიანთა თავშეყრის ადგილად!

 

იგივე პრეტენზიები აქვთ დანარჩენი მუზეუმების თანამშრომლებს... თქვენ გულისხმიერი ადამიანი ბრძანდებით, ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ აფასებთ მერაბ კოსტავას ღვაწლს და მის თავდადებას საქართველოს წინაშე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, დაიწყოს შეხვედრები და თანამშრომლობა, შევიმუშაობთ ახალი კანონპროექტი, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება... მჯერა რომ თქვენ არასოდეს გადადგავთ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს და კონსენსუსსაც მივაღწევთ!

 

თქვენდამი დიდი პატივისცემით ჟურნალისტი ირაკლი შონია."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner