logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: არჩევნების შემდეგ არ არის გეგმაში, რომ მე ისევ დავბრუნდები იუსტიციის მინისტრად
- +

26 ოქტომბერი. 2020. 00:18

 

„არჩევნების შემდეგ არ არის გეგმაში, რომ მე ისევ დავბრუნდები იუსტიციის მინისტრად“, – ამის შესახებ უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დადის ხმები იმის შესახებ, რომ ის თანამდებობაზე დაბრუნდება, თუმცა სინამდვილეში ამის სურვილი არ აქვს.

 

„ამაზე გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იგეგმება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია“, – აღნიშნა წულუკიანმა.

 

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო დატოვა. თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner