logo_geo
eng_logo
გიორგი შალვაშვილი: არცერთი არხი არ დაინტერესდა და არ მოუწოდა ზურას გადარჩენისთვის
- +

26 ოქტომბერი. 2020. 03:04

 

 

 

მსახიობი და რეჟისორი გიორგი შალვაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მომღერალ ზურა დოიჯაშვილზე წერს, რომელიც ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მკურნალობს.

 

ის ფეისბუქში კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

 

“ზურა დოიჯაშვილი, კაცი რომელმაც ეპოქა შეჰქმნა, კაცი რომლისგანას არავის ახსოვს სიტყვა არასწორი, კაცი რომელმაც მთელი ცხოვრება თესა: სიყვარული და სიკეთე, დღეს უკიდეგანოდ მძიმე მდგომარეობაშია, ისრაელში, თელავივის საავადმყოფოში წევს და უფლის და ოჯახის, იქაური მეგობრების ამარა ებრძვის სიცოცხლეს.

 

ამ დროს სად “ჯანდაბაშია” ჩვენი ერის დიდებულება და დამფასებლობის ამბიცია, რომელსაც ვიბრალებთ… მეორედ ვწერ მსგავს პოსტს: როგორ არცერთი არხი არ დაინტერესდა და არ მოუწოდა ღარიბს, მდიდარს, ბიზნესმენს, გულიან და ფულიან ხალხს გაერთიანებისკენ, ზურას დიდებული ადამიანობის გადარჩენისთვის…

 

არასოდეს არ არის გვიანი და მიაქციეთ საერო კორიფეებს ყურადღება. სირცხვილია. იქნებ და წყალი უნდა რომელი წყალიც, მის ქვეყანაში მოდის მხოლოდ, რომელ ქვეყანასაც საქართველო ჰქვია, ის საქართველო, რომელიც ამწამსაც ენატრება და სულში ცრემლად ეყინება…

 

ხომ შეიძლება საჯაროდ და საქვეყნოდ გაკეთდეს თუნდანც 10 წუთიანი გადაცემა რომ მივიდეს ზურას ყურამდე, რომ საქართველოსაც ენატრება ის..

 

ენა წამიგდია და რასაც ვფიქრობ იმას ვწერ?!. ამას ბევრი დამძრახავს ეხლა, მაგრამ მანამ მაგ ენას, ვინმე ჩემს გალანძღვაში დაღლით, ზეცას მიაბჯინეთ მზერა და შეევედრეთ სიყვარულით სავსე გულით ღმერთს რომ გამოაჯანმრთელოს კაცი, რომელიც აკლია ქალაქს და არ დააკლდეს ოჯახს.

 

დიდება უფალს და ჯანმრთელად დაბრუნება ქართველებიან საქართველოში ზურა. ამინ”, -წერს გიორგი შალვაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner