გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შემთხვევებს: ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 1 872 პირი დაინფიცირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30 303- ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3 766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2 268- ს შეადგენს.