„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურისა და ოზურგეთის აგრარულ ბაზრებში დასაქმებულ მოქალაქეებს შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოქალაქეებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„ჩვენს მოსახლეობას ვპირდები, რომ მექნება ღია კომუნიკაცია და დავიცავ მათ ინტერესებს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს გულთბილი შეხვედრისთვის, მათი ნდობა და მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.