საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 603 პაციენტი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 11 370-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 30 303-ს შეადგენს. გარდაიცვალა კიდევ 14 პაციენტი. ვირუსს სულ ქვეყანაში 215 ადამიანი ემსხვერპლა.