შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.
აღდგენილი საირიგაციო არხით 5 სოფლის - ცხრამუხას, ქვიშხეთის, ოსიაურის, გომისა და აგარების მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოები კომპანიამ საკუთარი ძალებით ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.