„როგორც ხედავთ, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. იზრდება მსოფლიოშიც და ეს ზრდა ისევ მოსალოდნელია. დღეს 1 872 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის მიუხედავად, სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტრატეგიით სვლას, რომლის მიხედვითაც ბოლო პერიოდია, მივდივართ“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით, იქ, სადაც, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამის საჭიროება არსებობს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბალანსი დავიცვათ, ერთი მხრივ, ვაგრძელებთ მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას და მეორე მხრივ - ვცდილობთ, რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370, გარდაიცვალა 215 პაციენტი.