ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე „მთავარი არხის“ ეთერში გასულ ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პირველი სერია:
ორი კაცი(?!) საჯაროდ ჭორაობს იმის შესახებ, თუ რა ჭორიკანაა ივანიშვილი.
ყველაზე განსაცვიფრებელი არგუმენტია: ჭორვილადანაა და იმიტომოოო(?!);
***
მეორე სერიაში ჭორაობას 4 კაცი(?!) და 1 ქალი განაგრძობს.
***
ორიოდე უბირი ხომ მაინც დაიჯერებს? - ამაზეა გათვლილი.
***
რაც მთავარია, ყოფილ(უკაცრავად, მესამე) პრეზიდენტს მოეწონება.
***
ხომ უნდა ერქვას ამ არხს „მთავარი?!"
***
ახლა მეცინება, წუხელ კი ძლივს დავიძინე:
გვარამიასგან აღარაფერი მიკვირს, იმ ვინმე გოგოლაძემ შემზარა - ხელოვნურობამდე თეთრი კბილებითა და კიდევ უფრო ხელოვნური ღიმილით, რაც მთავარია, გამურული სინდისით.
***
გვარამია კითხვებსაც სვამდა და პასუხებსაც, ძირითადად, თვითონვე სცემდა.
გოგოლაძე დროდადრო ჩაურთავდა სიტყვებს ან თეთრ კბილებს.
რამდენჯერმე გავიფიქრე: ეს კაცი მართლა არსებობს, თუ რობოტი შექმნეს?!
***
ასე როგორ უნდა დაეცეს ადამიანი?!
ჰო, ადამიანი!
ერთ დროს მაინც ხომ იქნებოდა?!“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე.