logo_geo
eng_logo
სანდრა ვიღაც-ვიღაცეებს ხომ არ აკვნეტდა ორგანოებს? – სააკაშვილს სექსუალური ფანტაზიები გაეხსნა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 12:15

 

 

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ციხის კადრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებულმა ჩანაწერებმა მისი არარეალურობა დაადასტურა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეებში მსგავსი პრობლემები, ექს-პრეზიდენტი პასუხობს, რომ იყო.

 

„როგორ არ იყო, რა თქმა უნდა, იყო. ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, სადაც იყო კრიმინალის წარმოუდგენელი დონე, ხალხს ხოცავდნენ ქუჩებში, დიახ, კრიმინალები ხოცავდნენ და მერე ამბობდნენ - არა, სააკაშვილი ხოცავსო. ქუჩებში ხალხს ხოცავდნენ კრიმინალები! იტაცებდნენ, ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ. ჩვენ შევქმენით ახალი აპარატი, რომელიც იყო სრულიად გამოუცდელი და რა თქმა უნდა, ამ აპარატს ჰქონდა შეცდომები, იყო დანაშაულებიც, მაგრამ ქვეყანა იყო უსაფრთხო. იყო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, გვავიწყდება ეს, ივანიშვილმა იმდენჯერ გვითხრა პატარა სოფელი ვართო, გვავიწყდება, რომ ჩვენ ვიყავით ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და მსოფლიოს პირველი რეფორმატორი.

 

შეცდომები იყო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მასშტაბურ სპეცოპერაციაზე. სანდრა ორგანოებით ვაჭრობდაო, იქნებ ამაზეც მითხრათ, იქნებ ოდნავ მაინც ვაჭრობდაო, ან ვიღაც-ვიღაცეებს ოდნავ ხომ არ აკვნეტდა? ასეთ სტერეოტიპებს ავრცელებდნენ. ნაწილი საზოგადოების ჩვეულებრივად დააჯერეს. ამერიკაში ჩაიდინეს იგივე რაღაცეები რუსებმა, იქ გამოუვიდათ და საქართველოში როგორ არ გამოუვიდოდათ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner