საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ქ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - 290 აბი „მეტადონი“ აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა