logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ ვანო ჩხარტიშვილი რაიმე კავშირშია ციხის კადრების გასაჯაროებასთან, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის
- +

26 ოქტომბერი. 2020. 13:23

 

 

„საერთოდ, რა კავშირშია ვანო ჩხარტიშვილი ციხის კადრებთან, მაგრამ თუ რაიმე კავშირშია, მას მხოლოდ და მხოლოდ ჯილდო და ორდენი ეკუთვნის ამისთვის, რადგან სწორედ ამ კადრების გასაჯაროებამ გახადა შესაძლებელი ის, რომ ციხეებში 12-ჯერაა სიკვდილიანობა შემცირებული“, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერს, რომელზეც, სავარაუდოდ, ლადო ბედუკაძისა და ვანო ჩხარტიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის თანახმად, ვანო ჩხარტიშვილმა 2 მილიონამდე გადაიხადა კადრების გასაჯაროებისთვის.

 

კითხვაზე, უნდა დაიკითხოს თუ არა ის ამ საკითხზე, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „კი, ორდენის გადაცემის კუთხით, უნდა დაიკითხოს. უნდა გამოვკითხოთ, რეალურად მიუძღვის თუ არა მას დამსახურება და შემდეგ ორდენი გადავცეთ“.

 

„გარდა იმისა, რომ ეს კადრები ყველამ იხილა, კადრებამდე, ყველამ იცოდა, რაც ხდებოდა ციხეებში. ყველაფერზე მეტყველებს სტატისტიკა. როდესაც საპატიმროებში სიკვდილიანობა 12-ჯერ მცირდება, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ ხდებოდა უბედურება. მათ შორის, წამება, ადამიანის ღირსების ხელყოფა, გაუპატიურება და ა.შ. სხვანაირად, 12-ჯერ ვერ შემცირდება, სხვანაირად, არ შეიძლება, წელიწადში 144 გარდაცვლილიდან 12-მდე ჩამოხვიდე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ციხეებში წამებას სისტემური სახე ჰქონდა. ამ განცხადებებით, ეს პოლიტიკური პარტიები, მგონი, საკუთარი რეიტინგის შემცირებას ცდილობენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner