logo_geo
eng_logo
„სწორედ სულხანი იყო პირველი, ვინც სააკაშვილს დაუპირისპირდა!“
- +

29 ივნისი. 2016. 23:47


„ქართუ ჯგუფის" პრეს­სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სულხან მოლაშვილის დაკავების დეტალებს იხსენებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


„ძალიან ცუდი ამბავია.

 

სულხანი იყო კაცი. დიდი მომავალი ქონდა... სააკაშვილს რომ არ გაენადგურებინა. სულხანი სააკაშვილის ჯალათების მსხვერპლია და მისი სიკვდილიც სააკაშვილზეა. სწორედ სულხანი იყო პირველი, ვინც სააკაშვილს დაუპირისპირდა როცა კონტროლის პალატის თავმჯდომარეობისას მას აღმოუჩინა დიდი ოდენობით უკანონო ხარჯები, სახელმწიფოს ხარჯზე მეგობარი ჟურნალისტებისთვის საჩუქრებზე, დროშების ბეჭდვებზე, მივლინებებზე და ა.შ. ეს იმ პერიოდს ეხება როცა სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი იყო.

 

კონტროლის პალატის იმ დასკვნაში ყველაფერი იყო და სააკაშვილმაც ამისთვის ჯავრი იყარა..."- წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner