„4, 11 და 17 ოქტომბერს განჯაში სარაკეტო და მძიმე არტილერიის გამოყენებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, მათ შორის 10 ქალი და 6 ბავშვი“, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს 27 სექტემბრიდან დღემდე, საერთო ჯამში, 65 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 18 ქალი და 10 ბავშვი, ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ „სომხეთის პროვოკაციის შედეგად“ დაშავებულია 297 ადამიანი, მათ შორის 69 ქალი და 32 - ბავშვი.