ამ დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩეველმა მიმართა. ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9 000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის და კორონავირუსის გამო, კენჭისყრის დღისთვის თვითიზოლაციაში იქნებიან.