logo_geo
eng_logo
„ნაცმოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება!
- +

26 ოქტომბერი. 2020. 14:19

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, ვაგროვებთ ხელმოწერებს“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოსო მანჯავიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაგრძელდეს. როგორც მანჯავიძე აცხადებს, ეს მოთხოვნა არჩევნებთან დაკავშირებული არაა.

 

„პოლიტიკური პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს. პოლიტიკური გაერთიანების გაუქმება შეიძლება მოხდეს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. გაწერილია ის შემთხვევები, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ამის გაკეთება შეუძლია. ერთერთი ამ ჩამონათვალში არის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. მეორე საკითხია ის, თუ ვის შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხის განხილვის მოთხოვნით. ესენია: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) პარლამენტის წევრთა შემადგენლობის 1/5; გ) საქართველოს მთავრობა. პირველი ორი ვარიანტი, გარკვეულ მიზეზთა გამო, ჩვენ ამ ეტაპზე არ გამოვიყენეთ, ვინაიდან არჩევნებია, საპარლამენტო სესია აღარაა, ამას ვერ მოვახერხებთ. თუმცა, არჩევნების შემდეგ არაა გამორიცხული, ამ გზითაც წავიდეთ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასეთი მოთხოვნის დაყენება, ალბათ, პოლიტიკურ ელფერს შეიძენს და, შესაბამისად, მთლად მიუკერძოებელი ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, გადავწყვეტეთ, ამაზეც თავი შევიკაოთ. ავირჩიეთ გზა – მივმართოთ მთავრობას. რა პროცედურაა ამ შემთხვევაში: არსებობს 2017 წლის 18 მაისის 245-ე დადგენილება, რომელიც ეხება პეტიციების განხილვის წესს. მოქალაქეებს აქვთ პეტიციების დაყენების უფლება იმ შემთხვევაში, თუ 10 000 ელექტრონული ხელმოწერა აიტვირთება სამთავრობო პეტიციების საიტზე, იცჰანგე.გოვ.გე-ზე, პეტიციების განხილვის კომისია განიხილავს ამ პეტიციას და წარუდგენს მთავრობას. მთავრობა სხდომაზე განხილვის შემდეგ მიმართავს ან არ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ გზით წავსულიყავით. მაგრამ ამ გზით ვერ წავედით, რადგან სამთავრობო საიტზე მიზეზთა გამო ჩვენი პეტიცია ვერ აიტვირთა, რაც გასარკვევია. ამაზე აუცილებლად ვიზრუნებთ“, - განაცხადა მანჯავიძემ.

 

მისივე თქმით, პეტიცია Manifest.ge-ზე განთავსდა.

 

„პეტიცია მზადაა, დავდეთ Manifest.ge-ზე და ხელმოწერები გროვდება საკმაოდ აქტიურად. ამ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, სამივე ვარიანტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ეს საკითხი დაიძრას. ეს არ არის დაკავშირებული არჩევნებთან, ვინაიდან საკითხის პროცედურა გაცილებით შორს მიდის დროში, ვიდრე არჩევნების თარიღია.

 

არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, კერძოდ, 36-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართულ ქმედებას. ამ პეტიციაში ამაზეა საუბარი. ლაპარაკია დავითგარეჯას საქმეზე. ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ მიხვდეს, რაშია საქმე. აქვე მინდა, ვთქვა, რომ კიდევ ბევრი რამ უნდა გაირკვეს ამ საკითხზე, სინამდვილეში რასთან გვქონდა საქმე. 2006-2007 წლებში დავინახეთ, რომ უდაბნო და ჩიჩხიტური არათუ სადავო გახდა, არმედ იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გამოჩნდნენ. ცხადია, ისინი მოქმედებდნენ იმ შეთახმებებზე დაყრდნობით, რომელიც არსებობდა. იგულისხმება დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები და ზეპირი შეთანხმებები საქართველოს მთავრობასთან. ბუნებრივია, აზერბაიჯანი კეთილმეზობლურადაა განწყობილი საქართველოს მიმართ. ის შეთანხმების გარეშე არ წამოვიდოდა ამ გამწვავებაზე. გასაგებია, რომ იყო შეთანხმება, რაც დოკუმენტურად ფიქსირდება. კიდევ უფრო მეტი დოკუმენტი გამომჟღავნდება, რომელიც ნათლად დააფიქსირებს ამ ღალატის ფაქტს. ეს ღალატი იყო პოლიტიკის ნაწილი. ასევე, გავიხსენოთ 2008 წლის მოქმედებები. ერთერთი ყველაზე დიდი დანაშუალი არის ის, რომ 2008 წლის მოვლენების ხელახალი გამოძიება არ მოხდა. ამასაც აუცილებლად მოვითხოვთ. არავინ დაისაჯა მოღალატეობრივი მოქმდებებისთვის. ასევე, უამრავი სხვა რამე არსებობს, მაგალითად, გაყიდული სტრატეგიული ობიექტები რუსეთზე. ასეთი ფაქტი ბევრია. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ამ მავნებლების პარპაში უნდა აიკრძალოს.

 

ჩვენი ამოცანაა, აღვადგინოთ ბოკერიას მიერ გაუქმებული კანონი სამშობლოს ღალატის შესახებ, 307 მუხლი. აღვადგინოთ ისე, რომ დეფინიციები იყოს უფრო დახვეწილი და სანქციები გამკაცრებული. რაც მთავარია, ამის აღსრულება უნდა მოვადინოთ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა დამთავრდეს მეხუთე კოლონების პარპაში“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner