logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია სულხან მოლაშვილზე: რატომღაც გავიფიქრე, რომ ეს მისი ბოლო ეთერი იყო…
- +

30 ივნისი. 2016. 00:10


კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი სულხან მოლაშვილი პარიზის საავადმყოფოში გარდაიცვალა.


მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლია ეხმაურება:

 

წლების მეგობრობა მაკავშირებდა... ძალიან ვდარდობდი მთელი ეს წლები მის ამბავს... სულ ვკითხულობდი, სულ მკითხულობდა. ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს.

 

ბოლოს ეთერში რომ მყავდა, აშკარად ვეღარ მეტყველებდა კარგად. ძალიან დაღლილი მეჩვენა და უსიცოცხლო... რატომღაც გავიფიქრე, რომ მისი ბოლო ეთერი იყო და პროდიუსერსაც გავუზიარე ეს ჩემი განცდა. გული მომიკვდა და ძალიან დამწყდა - სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა..." - წერს ინგა „ფეისბუქის" პირად გვერდზე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner