logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: სტაბილური განვითარება არის უმთავრესი მიზანი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე დაისახა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 14:45

 

 

„სტაბილური განვითარება არის უმთავრესი მიზანი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე დაისახა“,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, სტაბილური განვითარების გარეშე არ არსებობს კეთილდღეობა და პროგრესი.

 

„ამიტომ, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური გუნდისთვის უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტი გახლდათ ჩვენი ქვეყნის გარე საფრთხეების მაქსიმალური განეიტრალება, მინიმიზაცია, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილიყო ქვეყნის სტაბილიზაცია და ამის შედეგად ჩვენ გვაქვს დღეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner