გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო, გორის მუნიციპალიტეტს გადაეცა, - ამის შესახებ კასპისა და გორის მაჟორიტარული ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში, თემატური პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მოხდა აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა“ - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.