„მე ამაყი ვარ, რომ განვლილი 8 წლის განვავლობაში ჩვენ გუნდთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ ის, რომ დამოუკიდებლობის პირველი დღიდან ქვეყანამ 8-წლიანი ციკლი ყოველგვარი დაპირისპირებისა და ომის გარეშე გაიარა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელშიც ქართულ დიპლომატიას, სახელისუფებო გუნდს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.
„მე ამაყი ვარ, რომ დღევანდელ კონსტიტუციაში არის მნიშვნელოვანი დებულება შეტანილი, როგორიცაა ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. პარლამენტს აქვს მიღებული უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომლის აღსრულებაც იყო უმნიშვნელოვანესი ამოცანა და პრიორიტეტი. ჩვენ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მივიღეთ საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, რომელსაც აქვს უაღრესად მაღალი ლეგიტიმაცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.