ცოტა ხნის წინ, ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა სოფელ ალერტკარში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „პრაიმტაიმის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, „საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელის, ბადრი ესებუას მამა შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგდა გამოიძახეს, რის შემდეგაც ტარიელ ესებუა სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანეს.
ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა კი განმარტავს, რომ მისი ძმა კომენტარს თავად გააკეთებს, თუმცა, ოჯახმა კვლავ არ იცის, სად იმყოფება ის ამჟამად.