logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ის პროცესი, რომელიც დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ, აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე, აზერბაიჯანისა და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით
- +

26 ოქტომბერი. 2020. 15:29

 

 

„ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ქვეყნის დემარკაცია-დელიმიტაციის უაღრესად პრობლემურ თემატიკასთან დაკავშირებით. ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო, მაგრამ მინდა საზოგადოებამ და ხალხმა იცოდეს, რომ ამ საკითხს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების გათავლისწინებით“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

დავით ზალკალიანის თქმით, აუცილებელია ქვეყნის საზღვრების დადგენა, რადგან სახელმწიფოებრობა და სამშობლო საზღვრიდან იწყება.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ის პროცესი, რომელიც დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ, აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე, რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ასევე ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას სომხეთთან და სომხეთთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხსაც ბოლომდე მივიყვანთ“,- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner