logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: მახსოვს, როდესაც სულხან მოლაშვილს პირველად შევხვდი ციხის საავადმყოფოში...
- +

30 ივნისი. 2016. 00:33


პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის, სულხან მოლაშვილის შესახებ ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში" საუბრობს:


„ძალიან რთულია ჩემთვის სულხან მოლაშვილზე წარსულში საუბრი. მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მამას, დედას, შვილებს, ყველას. ეს არის ძალიან ტრაგიკული ამბავი ქართული ოჯახისა, რომელიც ასახავს მთელ იმ უბედურებას, რაც იმ 9 წლის განმავლობაში ტრიალებდა.

 

ძალიან მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა, მაგრამ ამ ავადმყოფობასაც ჰქონდა თავისი საფუძველი. ციხეში ის არაადამიანური პირობები, წამება, რომელიც უკვე აღიარებულია ევროსასამართლოს განაჩენით.

 

მახსოვს როდესაც სულხან მოლაშვილს პირველად შევხვდით მე და ლია მუხაშავრია ციხის საავადმყოფოში, სწორედ მაშინ ვნახეთ იგი ნაწამები. მისგან მოვისმინეთ ის შოკისმომგვრელი ფაქტები თუ როგორ ეპყრობოდნენ მას და როგორ აწამებდნენ... ეს იყო გაუგონარი წამების ფაქტები, მხოლოდ იმიტომ, რომ შური ეძიათ მასზე.

 

ის იყო სააკაშვილის პირადი პატიმარი."- განაცხადა კობახიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner