logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ბრექსიტის მოლაპარაკებების დროს, დიდმა ბრიტანეთმა მხოლოდ ერთადერთ ქვეყანასთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხება და ეს იყო საქართველო
- +

26 ოქტომბერი. 2020. 15:50

 

 

„ჩვენ დავაფუძნეთ უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფორმატები აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან. ბრიტანეთმა, რომელიც ბრექსიტის მოლაპარაკებებში იმყოფებოდა, მხოლოდ ერთადერთ ქვეყანასთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხება და ეს იყო საქართველო. მე ძალიან მეამაყება, რომ ეს შეთანხმება უკვე ამოქმედებულია და თქვენ იხილავთ იმ მნიშვნელოვან შედეგებს, რომელიც დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობით გვექნება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

დავით ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა საფრანგეთთან დიმიტრი ამილახვარის სახელობის სტრატეგიულ ფორმატზე.

 

„ეს ფორმატი ხელშესახებ შედეგებს აუცილებლად მოგვცემს. ჩვენ ასევე ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებთან, პოლონეთთან, უკრაინასთან განვავითარებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. ასევე თურქეთთან, აზერბაიჯანთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner