„ჩვენ დავაფუძნეთ უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფორმატები აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან. ბრიტანეთმა, რომელიც ბრექსიტის მოლაპარაკებებში იმყოფებოდა, მხოლოდ ერთადერთ ქვეყანასთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხება და ეს იყო საქართველო. მე ძალიან მეამაყება, რომ ეს შეთანხმება უკვე ამოქმედებულია და თქვენ იხილავთ იმ მნიშვნელოვან შედეგებს, რომელიც დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობით გვექნება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინიტრმა გორში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.
დავით ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა საფრანგეთთან დიმიტრი ამილახვარის სახელობის სტრატეგიულ ფორმატზე.
„ეს ფორმატი ხელშესახებ შედეგებს აუცილებლად მოგვცემს. ჩვენ ასევე ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებთან, პოლონეთთან, უკრაინასთან განვავითარებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. ასევე თურქეთთან, აზერბაიჯანთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.