logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რა ინტერესი უნდა ჰქონდეს მმართველ პარტიას, გააყალბოს არჩევნები?!
- +

26 ოქტომბერი. 2020. 16:42

 

 

„ცესკო-მ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომ დაფიქსირდნენ ადამიანები, რომელთაც საარჩევნო უბნებთან მისვლა არ შეუძლიათ“, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს საუბარში ცესკო-ს გადაწყვეტილება.

 

„ცესკო-მ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომ დაფიქსირდნენ ადამიანები, ვისაც არ შეუძლიათ საარჩევნო უბნებთან მისვლა. ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. უბედურების ფონზე მიმდინარეობს ეს საარჩევნო პროცესი. რა ინტერესი უნდა ჰქონდეს მმართველ პარტიას, გააყალბოს არჩევნები?! მით უმეტეს, აშკარაა, ვინ ითხოვს არჩევნების გადადებას და აშკარაა ისიც, ვინ თხოულობს რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებას. აქედან გამომდნარე, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, უზრუნველყოს სტაბილური გარემო და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები. არავითარი საშუალება არავის არ უნდა ჰქონდეს, არა თუ გააყალბოს, არამედ ეჭვი შეიტანოს არჩვენების სამართლიანობაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართა თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner