logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჟურნალისტებს ვთხოვ, არ ჩაებან იმ სიბინძურეში, რასაც პარტიული „ბოსები“ სთავაზობენ
- +

26 ოქტომბერი. 2020. 16:57

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა მედიამ გონიოში მის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

 

მისივე თქმით, საარჩევნოდ ფეიკ-ნიუსები გაცილებით ინტენსიური იქნება.

 

„ფეიკ-ნიუსებს ამზადებენ. გამოვრიცხავ, „ტვ პირველმა“ არ იცოდეს, რომ გონიოში ჩემი სახლი არ არის. ვიღაც ადამიანი ზურგით ალაპარაკეს. მითითება იყო იმაზე, რომ უგემოვნო სახლია და ვინც ამაზე საუბრობს, შეშინებული არიან, გია ვოლსკიმ რამე არ დამართოთ. მარტო ჩემზე არ არის საუბარი, თურმე, ბექა ოდიშარიას ცათამბჯენები აქვს აშენებული. საარჩევნოდ გაცილებით ინტენსიური იქნება ფეიკ-ნიუსები. ასეთი შეურაცხყოფა წარმოუდგენელია – განა ის არის, რომ სიმდიდრეს ფლობ, ფლობს და მალავსო. რამდენად მდარე ადამიანი გამოდიხარ, თურმე, ვიღაცას ემუქრები და ეუბნები, გიაზე არ ილაპარაკოო. ანა დოლიძეც ამბობს, რომ ქალებთან შეხვედრა ჰქონდა და თურმე, მთვრალი კაცები მივუგზავნე, რომ შეხვედრა ჩაშლილიყო. ეს მდაბიობაა. ცხოვრება წინაა, არჩევნებით არ მთავრდება და ჟურნალისტებს ვთხოვ, რომ არ ჩაებან იმ სიბინძურეში, რასაც პარტიული „ბოსები“ სთავაზობენ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner