ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაცული იქნება.
მისი თქმით, ცესკო-მ საარჩევნო პროტოკოლის შემუშავებასთან დაკავშირებით საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა.
„თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაცული იქნება. ცესკო-მ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა საარჩევნო პროტოკოლის შემუშავებასთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩართული იყვნენ სპეციალისტები და რეგულაციები საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.