logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ბავშვთა უფლებები და სოციალური პოლიტიკა ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებებია
- +

26 ოქტომბერი. 2020. 18:33

 

 

„ბავშვთა უფლებები და სოციალური პოლიტიკა ჩემთვის პრიორიტეტული მიმართულებებია და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ვგეგმავ განვაგრძო აქტიური მუშაობა ამ საკითხებზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მან ბავშვთა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

 

„პატივი მქონდა, ონლაინ რეჟიმში ბავშვთა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შევხვედროდი. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე.

 

ამ ორგანიზაციების კომპეტენციისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.

 

ჩვენ შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე და მინდა მადლობა გადავუხადო პროდუქტიული შეხვედრისათვის შემდეგ ორგანიზაციებს: Save the Children, The First Step, World Vision Georgia, SoS ბავშვთა სოფელი, Caritas Georgia, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ბავშვები, სკოლის ფსიქოლოგთა ასოციაცია“, - წერს დავით სერგეენკო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner