logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რუსული საქმე საქართველოში წარმატებას „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით ვეღარ მიაღწევს
- +

26 ოქტომბერი. 2020. 18:34

 

 

„9 წლის განმავლობაში და ცოტა მოგვიანებითაც, რუსულ საქმეს ყოველთვის ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა აკეთებდა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ელდარ გოგოლაძესთან ნიკა გვარამიას ინტერვიუზე დასმული კითხვის საპასუხოდ „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„9 წლის მანძილზე ისინი („ნაციონალური მოძრაობა“) რუსული საქმის კეთებას წარმატებით ახერხებდნენ და ამის შედეგი იყო ჩვენი დაკარგული ტერიტორიების 20 პროცენტი, რუსეთისთვის გადაცემული სტრატეგიული ობიექტები, შერყეული უსაფრთხოების სისტემა, შეფერხებული წინსვლა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ახლა ოპოზიციაში არიან, აქაც ცდილობენ ქვეყანას მაქსიმალური ზიანი მიაყენონ, მაგრამ იმ ზიანის მიყენებას ვერ ახერხებენ, რაც მათ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში მოახერხეს. ეს იყო უსუსური მცდელობა, რომ რაღაცნაირად შემოეტანათ უარყოფითი ელემენტები საარჩევნო პროცესში, თუმცა ნახეთ, რომ ეს იყო აბსოლუტურად უსუსური მცდელობა და თავიანთ საქმეს ვერ მიაღწევენ. რუსული საქმე საქართველოში წარმატებას „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით ვეღარ მიაღწევს, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

„ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსით, ელდარ გოგოლაძით „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაინტერესდა. საძიებო ველში ელდარ გოგოლაძის სახელი გასული საუკუნის გახმაურებულ და დღემდე გაუხსნელ მკვლელობას უკავშირდება. ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილი უფროსი 1997-2004 წლებში ნამდვილად მუშაობდა „ქართუ ჯგუფის“ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად და სწორედ მისმა თანამშრომლებმა იცოდნენ მისი რუსული კავშირებისა და ვუდროფის საქმის დეტალები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner