„მერამდენე მსხვერპლია... ვაზაგაშვილის საქმე, ხარძიანის საქმე..."- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ ინგა გრიგოლიას დღის ამბებში საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების" ღირსებაა, მსგავსი საქმეები დროულად გამოიძიონ.
„ძალიან ბევრი ადამიანი მსხვერპლად ჰყავს შეწირული „ნაციონალურ მოძრაობას" და დიახ! „ქართული ოცნების" ღირსების საქმეა, რომ ყველა ამ საქმეში, ყველა დამნაშავე პირს გაეცეს პასუხი და მათ შორის სულხან მოლაშვილის წამების საქმეზე."- განაცხადა კობახიძემ.