logo_geo
eng_logo
ვალერიან გორგილაძე: „ქართული ოცნების“ რეიტინგი „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს 2-ჯერ აღემატება
- +

30 ივნისი. 2016. 01:00


„როცა კომპანია სოციოლოგიურ კვლევას ატარებს და 20%-იანი ცდომილება აქვს, თუ თავმოყვარე ორგანიზაციაა, თვითლიკვიდაცია უნდა გამოაცხადოს," - განაცხადა სოციოლოგმა, ვალერიან  გორგილაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.


"მე ბალტიისპირეთსა და უკრაინაში მუშაობა მიწევდა და ვიცი, რომ GFK- ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. ამიტომ, GFK-ის შედეგებთან დაკავშირებით, სერიოზული მსჯელობა არ შეიძლება. გარდა ამისა, კვლევის დამკვეთი არის "რუსთავი 2",  რომელიც პოლიტიკური მხარეა. მე მაქვს საკუთარი კვლევა, რომელსაც ვერ ვასაჯაროებ, რადგან ამის უფლებას დამკვეთი არ მაძლევსჩემს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" რეიტინგი "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს 2-ჯერ აღემატება. მოქმედ პოლიტიკოსებს შორის კი, კვირიკაშვილს ყველაზე მაღალი ნდობა აქვს", - განაცხადა გორგილაძემ.


მისი თქმით, მაჟორიტარულ ოლქებში, სხვადასხვა მოტივების გათვალისწინებით, "ქართულ ოცნებას" უპირატესობა ექნება.


"ყველაფერი ეს იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ "ქართულ ოცნებას" შეუძლია, პარლამენტში უმრავლესობა აიღოს. "ნაციონალური მოძრაობა" მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს ინარჩუნებს და ამ სტატუსს რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია - ირაკლი ალასანიას, პაატა ბურჭულაძის, ნინო ბურჯანაძის პარტიები და "პატრიოტთა ალიანსი" უახლოვდება. "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 10-დან 13-14 %-მდე მერყეობს", - განაცხადა სოციოლოგმა.


როგორც მან აღნიშნა, განვითარებულ ქვეყნებში, შელახული რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებს კვლევების ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევენ და საქართველოში ეს სფერო გარკვეულ რეგულაციებს საჭიროებს.


"მარკეტოლოგიაში არის ასეთი ტექნიკა - იდუმალი მყიდველი და აქ, როგორც ჩანს, საქმე იდუმალ სოციოლოგებთან გვაქვს. ალბათ, საველე სამუშაოების ჩამტარებელი ორგანიზაცია იმიტომ არ სახელდება, რომ თუ ოპერატორი გამოჩნდება, მის მიმართ კითხვები დაისმება. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს ბაზარი მოწესრიგებული არ არის და ეს სფერო გარკვეულ რეგულაციებს საჭიროებს", - განაცხადა გორგილაძემ.


მისი თქმით, თუ კვლევას პიარ-ინსტრუმენტად იყენებენ, მისი მიზანი მანიპულაციაა.


"როცა შენ გარკვეულ მოლოდინებს ნერგავ, თუ ეს მოლოდინი იმ შედეგებს არ შეესაბამება, რომელიც არჩევნების შემდეგ დადგება, იქ დესტაბილიზაცია შესაძლებელია. მათ ჰგონიათ, რომ შეეძლებათ, ეს შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ჰქონდეთ მცდელობა, დესტაბილიზაცია მოახდინონ. ნამდვილი სოციოლოგიიდან გამომდინარე, ქვეყანაში დესტაბილიზაციის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. შემიძლია მომავალი კვლევების პროგნოზიც გავაკეთო, რომლებსაც სექტემბრის თვეში NDI, IRI და GFK გამოაქვეყნებენ და, რომლის შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობა" პირველ პოზიციაზე აღმოჩნდება. ყველას ვაფრთხილებ, ეს ძალიან არასერიოზულია და დესტაბილიზაციის ინიცირების მცდელობაა", - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner