logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ვერც არჩევნებს მოიგებენ და ვერც რევოლუციას მოაწყობენ
- +

26 ოქტომბერი. 2020. 20:14

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლება დიდი გაყალბებისთვის ემზადება.

 

კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ქმედებების მიზეზი კვლევის შედეგებია.

 

„ჩვენი შედეგი ბევრად მაღალია. კვლევებით, ეს არის 50%-ზე მეტი. ჩვენი მხარდაჭერა არის მყარი და შესაბამისად „ნაცმოძრაობა“ არის განწირული მარცხისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისი თქმით „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ადრეც ქმნიდნენ აჟიოტაჟს და ცდილობდნენ შემოეტანათ რევოლუციური ელემენტები საარჩევნო პროცესში.

 

 „ისინი ამას ვერასდროს ვერ ახერხებდნენ და ახლაც ვერ მოახერხებენ, ერთი მარტივი მიზეზის გამო: რევოლუციას სჭირდება იგივე, რაც არჩევნების მოგებას, ესაა ხალხის მხარდაჭერა. როდესაც ხალხის მხარდაჭერა არ გაქვს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოახდენ“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის „ნაცმოძრაობის“ ისტორია და ეს პარტია ვეღარ იქნება წარმატებული და ვერ განავითარებს რუსულ კვალს.

 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner