logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბორცვაძე: თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოხდა და იმავე დღიდან მიმდინარეობდა შესაბამის ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად
- +

26 ოქტომბერი. 2020. 20:35

 

 

 

„თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოხდა და იმავე დღიდან მიმდინარეობდა შესაბამის ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ბრიფინგზე განაცხადა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა.

 

უწყება კიდევ ერთხელ მიმართავს ყველას, მსგავსი სიმძიმის დანაშაულზე ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებების პარალელურად, ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner