ზუგდიდში ზაქარაიას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ტარიელ ჯანაშიას საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს.
სავარაუდოდ, სწორედ ამ სახლში აფარებდა თავს ბადრი ესებუა.
პარალელურ რეჟიმში მეორე სპეცოპერაცია მიმდინარეობს სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას სახლში.
პოლიციელებთან ერთად ადგილზე მობილიზებული არიან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც. სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ავტორი: თეა შონია