logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბორცვაძე: კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა, ჩვენი მოწოდების მიუხედავად, უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად და საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს
- +

26 ოქტომბერი. 2020. 20:55

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სამინისტროს მოწოდების მიუხედავად, კონკრეტულმა მედია საშუალებებმა მიზანმიმართულად, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ მედია საშუალებებს გუშინ მოვუწოდეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებდნენ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, არ გაევრცელებინათ ეს ინფორმაცია, რადგან ვვარაუდობდით, რომ შესაძლებელი იყო მსგავსი ინფორმაცია მისულიყო მედია საშუალებებამდე. სამწუხაროდ, კონკრეტული მედიის წარმომადგენლებმა, ჩვენს მოწოდებას ყურადღება არ მიაქციეს და უპასუხისმგებლოდ, მიზანმიმართულად, ისევ და ისევ საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს, რაც გარკვეულწილად ისევ საპოლიციო ძალების დისკრედიტაციის მიზნით კეთდება და ხელს უშლის როგორც გამოძიებას, ისევე საპოლიციო ღონისძიებებს“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner