თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო 24 საათში 75 ადამიანი ემსხვერპლა.
საერთო ჯამში, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 363 999 შემთხვევა. მათ შორის 9 874 ლეტალური აღმოჩნდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 13,3 მილიონზე მეტი ტესტი გაკეთდა.