logo_geo
eng_logo
ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 22:59

 

 

ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში, ბადრი ესებუას სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა.

 

Imedinews-ის ინფორმაციით, ძალოვნებმა სახლიდან ნივთები გამოიტანეს. ასევე სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ძმა და მშობლები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუას ფოტო გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა მან განახორციელა.

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner