logo_geo
eng_logo
ბადრი ესებუას სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ესებუას მამა, ძმები და რამდენიმე ნათესავი
- +

26 ოქტომბერი. 2020. 22:59

 

 

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

 

სამართალდამცველებმა მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. მათ არ დაუკონკრეტებიათ, ამოიღეს თუ არა რაიმე ნივთმტკიცება სახლიდან.

 

ამასთან, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი ფაცაციამ ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა პირადად გადაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე.

 

საგამოძიებო მოქმედებები ასევე დასრულდა ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას სახლში. გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი ბიკენტი და ბიძინა ესებუები. ასევე, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ნათესავი ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner